საიტის მენიუ

    სტატისტიკა

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    საიტის მეგობრები

    [ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
    • გვერდი 1 დან
    • 1
    საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF 2009
    teusuთარიღი: პარასკევი, 27.03.2009, 14:54 | შეტყობინება # 1
    Admin
    ჯგუფი: ადმინისტრატორები
    შეტყობინებები: 15
    რეპუტაცია: 0
    სტატუსი: Offline
    2009 წლის 3-5 აპრილს, ქ. თბილისში გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯია”-ს ტერიტორიაზე გაიმართება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა CTF 2009.
    მე-11 საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია კომპანია “ექსპო ჯორჯია”, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია.
    2009 წლის გამოფენის მთავარი თემებია შიდა, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმი. გამოფენის მიზანია შიდა ტურისტული ბაზრის წარმოჩენა - ახალი ტურისტული პროდუქტების, კურორტების, პროექტების პრეზენტაცია-პოპულარიზაცია, ადგლობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, ქართული და უცხოური ტურისტული სააგენტოების შემომყვანი და გამყვანი ტურების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
    გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, რესტორნები, სადაზღვევო კომპანიები, გამომცემლობები, ტურისტული ასოციაციები და სხვა.
    2008 წლის “ექსპო ჯორჯია”-ს გამოფენაში მონაწილებას იღებდა 90 კომპანია, რომლებიც 11 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. გამოფენას ესტუმრა 2 359 ვიზიტორი. ორგანიზატორების ძალისხმევით 2009 წლის გამოფენა უფრო მასშტაბური ხასიათის იქნება და მასზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ისრაელიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდა, ლიტვიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
    დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ კომპანია “ექსპო ჯეორჯია”-ს ვებ გვერდი: www.expogeorgia.ge ან დაუკავშირდით ტელ: 341100 ფაქსი: 351100; gamrekeli@expogeorgia.ge ; chikvanaia@expogeorgia.ge
     
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ძებნა: