TEUSU & TOURISM

შაბათი, 19.07.2025, 20:27

მოგესალმები სტუმარი

საიტის მენიუ

    სტატისტიკა

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    საიტის მეგობრები

    [ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ამერიკის შეერთებული შტატები
    teusuთარიღი: სამშაბათი, 07.04.2009, 00:00 | შეტყობინება # 1
    Admin
    ჯგუფი: ადმინისტრატორები
    შეტყობინებები: 15
    რეპუტაცია: 0
    სტატუსი: Offline

    ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ - ამერიკელებად.
    ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით - აშშ.
    ეროვნული სახელწოდება : United States of America, შემოკლებით - USA.ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
    ფართობი: 9.629.091 კვ. კმ. აშშ სიდიდით მე-3 ქვეყანაა რუსეთისა და კანადის შემდეგ.
    საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადა, სამხრეთით - მექსიკა. ალასკის მონაკვეთზე, ბერინგის სრუტეზე გადის მისი საზღვარი რუსეთთან. საზღვაო საზღვრების სიგრძე - ალასკისა და ჰავაის ჩათვლით 19,928 კმ; სახმელეთო - 9,656 კმ.
    მთიანი სისტემები: როკი-მაუნთინი, სიერა ნევადა, აპალაჩები; უმაღლესი მწვერვალი - მაკ-კინლი 6,194 მ;
    ჰიდროგრაფია: მთავარი მდინარეები - არკანზასი, კოლორადო, მისისიპი, მისური, რიო გრანდე; ტბები - ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო, ზემო ტბა.აშშ ფედერაციული რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State) და 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:

    ახალი ინგლისის რეგიონი (N.E) :
    მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი
    შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
    ნიუ-იორკი – ნიუ-ჯერსი – პენსილვანია
    ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
    ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი
    ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
    მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი
    სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
    დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა
    სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
    კენტუკი – ტენესი – ალაბამა – მისისიპი
    სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
    არკანზასი – ლუიზიანა – ოკლაჰომა – ტეხასი
    მთიანი რეგიონი (Mt) :
    მონტანა – აიდაჰო – ვაიომინგი – კოლორადო – ნიუ-მექსიკო – არიზონა – იუტა – ნევადა
    წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
    ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი
    აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:
    ამერიკის ვირჯინიის კუნძულები
    ამერიკის სამოა
    ბეიკერი
    გუამი
    კინგმანრიფი
    მიდუეი
    ნავასა
    პალმირა
    პუერტო რიკო
    უეიკი
    ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები
    ჯერვისი
    ჯონსტონი
    ჰოულენდი
    აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.
    აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.
    ბუნებრივი ძეგლები: იელოუსტონის პარკი, დიდი კანიონის ეროვნული პარკი, იოსემაიტის ეროვნული პარკი;
    ღირშესანიშნაობები: დამოუკიდებლობის დარბაზი ფილადელფიაში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში;
    ხალხური შემოქმედება: ჩრდილო-ამერიკული ეპოსი - სიმღერა ჰაიავატზე (1855).
     
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ძებნა: