TEUSU & TOURISM

შაბათი, 19.07.2025, 20:02

მოგესალმები სტუმარი

საიტის მენიუ

    სტატისტიკა

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    საიტის მეგობრები

    [ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
    • გვერდი 1 დან
    • 1
    საბერძნეთი
    teusuთარიღი: ორშაბათი, 06.04.2009, 23:52 | შეტყობინება # 1
    Admin
    ჯგუფი: ადმინისტრატორები
    შეტყობინებები: 15
    რეპუტაცია: 0
    სტატუსი: Offline

    ოფიციალური: ქართულად - საბერძნეთის რესპუბლიკა; ბერძნულად - Ελληνική Δημοκρατία
    ეტიმოლოგია - მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ.წ მე-8 ს-ში. ბერძნული სახელი Ellas, (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.
    ქვეყნის კოდი - GR.
    ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.
    ფართობი - 131.900 კვ.კმ.
    ბუნება: მთიანი სისტემა - პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი - ოლიმპო 2.917 მ; კუნძულები - კრეტა, კორფუ, როდოსი; ტბა - ტრიხონისი. მდინარეები - ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.
    ბუნებრივი რესურსები - ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.

    სახელმწიფო
    პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
    სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი.
    მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
    საკანონმდებლო ორგანო — ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).
    ადმინისტრაციული დაყოფა. საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 54 რაიონად (ბერძ. „ნომოს“, რომლებიც გაერთიანებული არიან 13 რეგიონში (ბერძ. „პერიფერია“), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია, დასავლეთი მაკედონია, დასავლეთი საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთი ეგეოსი, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთი ეგეოსი. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის „სამონასტრო რესპუბლიკას“, რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
    დემოგრაფია [რედაქტირება]

    მოსახლეობა - 10.665 ათასი (2003), მათ შორის ბერძნები - 95,6%, მაკედონელები - 1,5%.
    ენა - ბერძნული.
    რელიგია - მართლმადიდებლობა.
    ქალაქები (ათ.) - ათენი (Αθήνα)(747, აგლომ. - 3.247), სალონიკი (Θεσσαλονίκη)(361, აგლომ. - 802), პირევსი (Πειραιάς)(179), პატრა (Πάτρα)(167), ირაკლიონი (Ηράκλειο) (135), ლარისა (Λάρισσα) (125).
    მემკვიდრეობა
    ათენი - აკროპოლისი;ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები;
    სალონიკი - წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
    ათონის მთა და მისი მონასტრები,
    როდოსი - იოანიტი რაინდების სასახლე;
    ოლიმპია,
    კრეტა - ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
    ბერძნული ეპოსი - ილიადა და ოდისეა (ძვ.წ. VIII).
    1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.

     
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ძებნა: