teusu | თარიღი: პარასკევი, 27.03.2009, 23:24 | შეტყობინება # 1 |
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 15
სტატუსი: Offline
| სახელწოდება ოფიციალური: ქართულად - ესპანეთის სამეფო; ესპანურად - Reino de España. ეტიმოლოგია - სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს“. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს “კურდღლების სანაპიროს”. ქვეყნის კოდი - ES.ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ფართობი - 504.782 კვ.კმ. ბუნება: გეოგრაფიული რაიონები – ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404; მთავარი მდინარეები (კმ) - ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1.007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა - ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ.კმ) - კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034, ფუენტევენტურა 1.660, დიდი კანარი 1.560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640); კლიმატი - ოკეანური, ზომიერი. ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები. სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაური - მეფე ხუან კარლოს I (Juan Carlos I,1975). მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი. საკანონმდებლო ორგანო – გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი). ეროვნული დღესასწაული - 12 ოქტომბერი - ესპანელი ერის დღე (ქ.კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი). ადმინისტრაციული დაყოფა. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი (Comunidad autonoma): ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კუნძულები, კანტაბრია, კასტილია-ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი (ciudad autonoma) - სეუტა და მელილია. დემოგრაფია მოსახლეობა - 40,2 მლნ (2003), მათ შორის 69% ესპანელები, 18% კატალონიელები, 8% გალისიელები, 2% ბასკები. ენები – ესპანური (74%); კატალანური (17%); გალისიური (7%); ბასკური (2%). რელიგია - კათოლიციზმი. ქალაქები (ათ.) - მადრიდი (3.169, აგლომ. - 5.130), ბარსელონა (1.528, აგლომ. - 3.889), ვალენსია (741, აგლომ. - 1.407), სევილია (679, აგლომ. - 1.141), სარაგოსა (636), მალაგა (518, აგლომ. - 753), მურსია (394), ლას-პალმასი (348), ბილბაო (343, აგლომ. - 880).
|
|
| |