TEUSU & TOURISM

შაბათი, 19.07.2025, 20:27

მოგესალმები სტუმარი

საიტის მენიუ

    სტატისტიკა

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    საიტის მეგობრები

    [ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
    • გვერდი 1 დან
    • 1
    საფრანგეთი
    teusuთარიღი: პარასკევი, 27.03.2009, 16:09 | შეტყობინება # 1
    Admin
    ჯგუფი: ადმინისტრატორები
    შეტყობინებები: 15
    რეპუტაცია: 0
    სტატუსი: Offline

    სახელწოდება
    ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
    ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
    ქვეყნის კოდი - FR.
    გეოგრაფია
    ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა, ესპანეთი.
    ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.
    ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.
    ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.
    სახელმწიფო
    პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.
    სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nicolas Sarkozy, 2007-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე:შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ'ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95),ჟაკ შირაკი (1995-2007).
    მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი François Fillon (2007).
    საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).
    პარტიები – სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).
    სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).
    ადმინისტრაციული დაყოფა
    საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 95 დეპარტამენტად (departament), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, ილ დე ფრანსი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.
    სამფლობელოები. საფრანგეთის მფლობელობაშია 4 ზღვისიქითა დეპარტამენტი (departament d’outre mer), 4 ზღვისიქითა ტერიტორია (territoire d’outre mer) და 2 სპეციალური ტერიტორიული ერთეული. საფრანგეთის სამფლობელოები: ახალი კალედონია; ბასას და ინდია, კ.; გვადელუპა; გლორიოზო, კ.; ევროპა, კ.; ვალისი და ფუტუნა; კლიპერტონი, კ.; მაიოტი; მარტინიკა; ჟუან დე ლა ნოვა, კ.; რეიუნიონი; საფრანგეთის სამხრეთ პოლარული ტერიტორია; საფრანგეთის გვიანა; საფრანგეთის პოლინეზია; სენ-პიერი და მიკელონი; ტრომელინი.
    დემოგრაფია
    მოსახლეობა - 64,1 მლნ (2007), მათ შორის 90,4% ფრანგები, 2,5% ელზასელები, 2,0% იტალიელები, 1,9% ბრეტონელები.
    ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალანური, ბასკური, ფლამანდული.
    რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).
    ქალაქები (ათ.) - პარიზი (2.110, აგლომ. - 11.330), ლიონი (444, აგლომ. - 1.671), მარსელი (820, აგლომ. - 1.538), ტულუზა (412, აგლომ. - 978), ნიცა (332, აგლომ. - 946), ნანტი (282, აგლომ. - 721), სტრასბურგი (272).
    მემკვიდრეობა
    მონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XI ს.).
     
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ძებნა: