TEUSU & TOURISM

შაბათი, 19.07.2025, 20:05

მოგესალმები სტუმარი

საიტის მენიუ

    სტატისტიკა

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    საიტის მეგობრები

    [ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
    • გვერდი 1 დან
    • 1
    იტალია
    teusuთარიღი: პარასკევი, 27.03.2009, 15:49 | შეტყობინება # 1
    Admin
    ჯგუფი: ადმინისტრატორები
    შეტყობინებები: 15
    რეპუტაცია: 0
    სტატუსი: Offline

    ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო.

    ფართობი - 301.230 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 4.852 კმ; სახმელეთო - 1.703 კმ.
    ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ალპები, აპენინები, პოს ველი. უმაღლესი მწვერვალები (მ) - გრან პარადიზო 4.061, მონბლანი 4.807 (ნაწილობრივაა იტალიაში); მთავარი მდინარეები (კმ) - პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405; მთავარი ტბები (კვ.კმ) - გარდა 370, მაჯიორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - სიცილია 25.426, სარდინია 23.813, ელბა 223 კვ.კმ; კლიმატი – ხმელთაშუაზღვის, კონტინენტური, ალპური.
    ბუნებრივი რესურსები - ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
    სახელმწიფო
    პოლიტიკური სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა.
    სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო(Giorgio Napolitano, 2006).
    მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი(Romano Prodi, 2006).
    საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).
    ადმინისტრაციული დაყოფა. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს.
    დემოგრაფია
    მოსახლეობა - 58,0 მლნ (2003), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6% სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.
    ენები - იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონში), ფრანგული (ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).
    რელიგია - კათოლიციზმი.
    ქალაქები (ათ.) - რომი (2.456, აგლომ. - 3.550), მილანი (1.180, აგლომ. - 4.047), ნეაპოლი (992, აგლომ. - 3.612), ტურინი (856, აგლომ. - 1.612), პალერმო (652, აგლომ. - 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352, აგლომ. - 824).
    ეკონომიკა
    იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

    ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 33, მომსახურება - 64;
    ე.ე.პ. (1 სულზე) - 20.170 $.
    უდიდესი კომპანიები - მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.
    ექსპორტი - ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.
    ბიუჯეტი - 504,000 მლნ $.
    ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.
    მემკვიდრეობა
    რომი - პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლიზეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმ. პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;
    მილანი - ოპერა «ლა სკალა», ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), მონასტერი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა“;
    ფლორენცია - ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);
    ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;
    რომაული ეპოსი - ენეიდა (ძვ.წ. I).

     
    • გვერდი 1 დან
    • 1
    ძებნა: