teusu | თარიღი: პარასკევი, 27.03.2009, 15:09 | შეტყობინება # 1 |
Admin
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 15
სტატუსი: Offline
| 2009 წლის 11-15 მარტს გერმანიის ქალაქ ბერლინში გაიმართა გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას მსოფლიო ტურიზმის სფეროში. ITB Berlin-ის გამოფენაზე წელს 187 ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო 11 098 კომპანია, ხოლო გამოფენას ესტუმრა 178 971 ვიზიტორი. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 60 კვადრატულ მეტრ სტენდზე წარმოდგენილი იყო თბილისის მერიასა და რვა ტურისტულ კომპანიასთან ერთად. ეს კომპანიები არიან: Caucasus Travel, GeorgiCa Travel, Concord Travel, Georgian Discovery Tours, Explore Georgia, Intertour, Vanilla Sky Georgia, Visit Georgia. ქართული ტურისტული კომპანიების განცხადებით ეს გამოფენა საკმაოდ ნაყოფიერი იყო ახალ საქმიან პარტნიორებთან კონტაქტების დამყარების კუთხით. მათი თქმით 40-ზე მეტი ახალი პარტნიორი შეიძინეს გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სერბეთიდან და უზბეკეთიდან. ამ ქვეყნებმა საქართველო შეიყვანეს 2010 წლის სამოგზაურო კატალოგში. საქართველოს სტენდზე აქტიურად იმართებოდა შეხვედრები ქართულ და გერმანულ ტურისტულ კომპანიებს შორის. ამ შეხვედრების მთავარ მიზანს ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გამოფენის მიმდინარეობისას საქართველოს სტენდზე გაიმართა შეხვედრები ტელეარხების Euronews, CNN, CNBC და National Geograghic-ის წარმომადგენლებთან. მთავარი აქცენტი გაკეთდა აღნიშნულ არხებზე საქართველოს რეკლამირების საკითხზე. გამოფენის ფარგლებში, 13 მარტს, გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბექა ჯაყელმა გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან ბატონ ლევან დუჩიძესთან ერთად გააკეთა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პრეზენტაცია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისათვის. პრესკონფერენციას ესწრებოდა 50-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი. პრესკონფერენციის შემდეგ მოწვეული ჟურნალისტებისათვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია. ინტერესი საქართველოს სტენდის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო. სტენდს სტუმრობდნენ როგორც ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ასევე უბრალო დამთვალიერებლები. მათი მხრიდან ძირითადად აქცენტი კეთდებოდა საქართველოში კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებზე. ასევე დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ სამთო-სათხილამურო კურორტების, კერძოდ კი გუდაურის მიმართ. სტენდის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტკბილეულობა, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ხელნაკეთ ნივთებს.
|
|
| |